![]() |
||
|---|---|---|
|
software converter
|
თანამედროვე თაობასთანამედროვე განათლება |
|
|
||
|
|
||
რას წერენ ჩვენს შესახებ, ჩვენი მოსწავლეები და მათი მშობლები!___________________________________________________________________________________________ მოგესალმებით! ძალიან, ძალიან მიხარია რომ არსებობს ინტერნეტ-სკოლა "ერუდიტი" რომელიც საოცრად არის აღვსილი ეროვნული სულისკვეთებით. ჩვენ პირადად მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ დაგვაბრუნეთ ბავშვობის ლამაზ წლeბში და მცირე ხნით ისევ განვიცადეთ სრულყოფილი სიხარული.აქ უკვე ყველაფერია იმისათვის რაც აუცილებელია ბავშვის ფაქიზი სულის გაცისკროვნებისთვის და პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. მადლობა იმისათვის რომ აქვე შეგვიძლია მოვისმინოთ ახალი აღთქმა... ___________________________________________________________________________________________ ძალიან კარგი საიტია,წარმატებებს გისურვებთ. ___________________________________________________________________________________________ ათენიდან: რა ბედნიერებაა, რომ აქ ჩვენს ქვეყანას გვახსენებთ, ვატყობთ ქართული გული და სულია თვითოეულ გაკვეთილში ჩაქსოვილი. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ასე დააინტერესა თქვენმა სკოლამ ჩემი მარიამი, დღეში რამოდენიმეჯერ ამოწმებს - აბა, რა ნიშანი მივიღეო. გაიხარეთ და გაძლიერდით! ___________________________________________________________________________________________ ყაზახეთიდან აბაშიძე: дорогая Кетино, я очень сожалею, что ни читать ни писать не умею на грузинском, а ведь родом я из ахалкалаки дворянин - Абашадзе. А можно всей семьей будем изучать грузинский до школьный класс если такие уроки у вас есть? ___________________________________________________________________________________________ როგორც იქნა ინტერნეტით ქართულად სწავლებაც გამოჩნდა, დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ ბრიუსელში მცხოვრებმა ქართველებმა, იმის მიუხედავად, რომ ქართულად აქ შაბათ-კვირის სკოლებია, ამდენ მასალას ვერ გვაწვდიან, თანაც ვერ ვახერხებდით იქ ყოველთვის მისვლას, ასეთი სკოლა კი ჩვენნაირებისთვის, ანუ ემიგრანტებისთვის აუცილებელი იყო. გთხოვთ: ასეთი კარგი გაკვეთილები პირველი კლასიდანვე დაიწყoთ. ___________________________________________________________________________________________ გამარჯობათ! ძალიან გამიხარდა როდესაც ვნახე ვებ გვერდი სადაც ჩემს პატარებს ვანახე ის ქართული მულტფილმები, რომლითაც ჩვენი თაობა გაიზარდა და თავიდანვე გაგვითბო სული. მართლაც რომ საოცრად კარგი პროექტია. გისურვებთ წარმატებებს, მრავალი თაობა აღგეზარდოთ. ___________________________________________________________________________________________ Gamarjoba, Regards, ___________________________________________________________________________________________ მე ჩემი შვილით ვცხოვრობ კიევში, ჩემი თამუნა აქ უკრაინული სკოლის მესამე კლასში დადის, მინდა ჩემმა შვილმა ისწავლოს ქართული წერა-კითხვა, რადგან მეხუთე ან მეექვსე კლასში ისევ საქართველოში დავბრუნდებით. ___________________________________________________________________________________________ საბერძნეთი დედა ქართველი, მამა ბერძენი, ლუკა ჯერ 3 წლისაა. ___________________________________________________________________________________________ ირაკლი X კლასის მოსწავლე. ___________________________________________________________________________________________ ყველა სხვა, აქამდე | ||